ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურყვეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,"პერსეფონელებმა" და სკოლის მეორე გუნდ "დედამიწელებთან" ერთად და ასევე სკოლის პედაგოგების ჩართულობით, განახორციელა დასუფთავების და გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებში დასუფთავდა სკოლის ეზოს ტერიტორია და დაირგო სხვადასხვა ნერგები.
ნერგების მოგროვებაში მომაწილეობდა სკოლის მთელი საგანმათლებლო პერსონალი და მოსწავლეები. ასევე დარგეს ეკოკლუბელების მიერ საკუთარი ხელით დაკალმებული ვარდები. ბავშვებმა ნერგები დეკორატიული ფორმით დარგეს და დაელოდებიან მინი გაზონის შექმნას.