მასშტაბური დასუფთავების აქცია წალკის სოფელ გუმბათში

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფელ გუმბათის დასუფთავების აქცია მოაწყეს. დასუფთავების აქციის მხარდამჭერი იყო ,,მწვანე რაზმების" დამფუძნებელი ფრანსუა ბაბინეთი, რომელმაც ეკოკლუბის წევრები სპეციალური ფორმებითა და დასუფთავებისთვის საჭირო ნივთებით მოამარაგა. ეკოკლუბი თანამშრომლობს ორგანიზაცია ,,მწვანე რაზმებთან", რომელიც არის ეკოაქტივისტების ქსელი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასუფთავების დროს ფრანსუას დახმარებით მოსწავლეებმა ნარჩენები დაახარისხეს, პოლიეთილინის ბოთლები და რკინის ქილები ცალკე შეაგროვეს, რომლებიც ფრანსუამ წაიღო და გადასამუშავებელ საწარმოს უნდა ჩააბაროს. 

 

დასუფთავებაში თვითონ ფრანსუაც იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეები 5-კაციან ჯგუფებად დანაწილდნენ, ჯგუფებმა აიღეს ტერიტორიები, რომლებიც თვეში ერთხელ უნდა დაასუფთაონ. ეკოკლუბის რწმენით, სისტემატური დასუფთავებით მიაღწევენ იმას, რომ მოსახლეობის ცნობიერების დონე ამაღლდება და სოფელი აღარ დაბინძურდება.