პლასტმასის ბოთლების კონკურსი სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში

იკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ფარგლებში სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ფესვების’’ წევრებმა და მოხალისეებმა სკოლაში გამოაცხადეს პლასტმასის ბოთლების შეგროვების კონკურსი. კონკურსი დაიწყო 1 აპრილს და დამთავრდა 14 აპრილს. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 1-12 კლასის მოსწავლეებმა.

ჯამში 14 დღის განმავლობაში შეგროვდა 500- მდე პლასტმასის ბოთლი. 14 აპრილს გამოავლინეს 14 დღიანი კამპანიის გამარჯვებული პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კლასებს გადასცეს სიმბოლურად სერტიფიკატები. პირველი ადგილი დაიკავა მესამე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნატალი ნადირაშვილი), რომელმაც ჯამში მოახერხა 200 პლასტმასის ბოთლის შეგროვება, მეორე ადგილი მეათე კლასმა (დამრიგებელი - მადონა ბეგიაშვილი) დაიკავა, რომელმაც 100 ბოთლი შეაგროვა, მესამე ადგილზე მეშვიდე კლასელები გავიდნენ (დამრიგებელი - ციალა ალუღიშვილი), რომლებმაც 80 პლასტმასის ბოთლი შეაგროვეს. 

შეგროვებულ ბოთლებს ჩააბარებენ კომპანია „ტენეს“-ს. ძველი ანაგის სკოლის მოსწავლეები შემდეგში პლასტმასის ბოთლებს არ გადაყრიან და შეაგროვებენ. ამით ისინი ისწავლიან გარემოს მოფრთხილებას და დაცვას.