ბაღდათის სოფელ როკითის სკოლაში ენერგოეფექტურობაზე სახალისო ვიქტორინა გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის ეკოკლუბის „ბიოფილების" მიერ სკოლაში მოეწყო სახალისო ვიქტორინა ენერგოეფექტურობაზე. მასწავლებელმა ეკოკლუბის ცნობარის მიხედვით მოამზადა ვიქტორინა კითხვებით და პასუხებით ენერგოეფექტურობაზე და მოსწავლეთა ორი ჯგუფი ჩართო. მოსწავლეებს ჩატარებული ჰქონდათ სემინარი ენერგოეფექტურობაზე. იციან ენერგიის როლის შესახებ ჩვენი პლანეტის ცხოვრებაში. რატომ უნდა გამოვიყენოთ ენერგია უფრო ეფექტურად. როგორ დავზოგოთ ენერგია. რისთვის არის საჭირო ენერგიის ეკონომია. მოსწავლეებმა ასევე იციან, რომ ენერგიას ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში და სათბურის აირების დაახლოებით 60%- გამოყოფს. 3 მილიარდი ადამიანი იყენებს შეშასქვანახშირსხის ნახშირს ან ცხოველურ ნარჩენს საკვების მოსამზადებლად ან გასათბობად. 

სახალისო შეკითხვები საინტერესო იყო ყველასთვის, გამოიყენეს მათემატიკის ცოდნა. განსაკუთრებით თავი ისახელა დათო ჩიქოვანმა და დასმულ კითხვებს გააზრებულად პასუხობდა, რამაც გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.ვიქტორინით მოსწავლეებს აუმაღლდათ ცოდნა ენერგიის დაზოგვაზე.

ვიქტორინის კითხვები და პასუხები:

1. 50%-ით დანესტიანების შემდეგ 1კგ შეშის სითბური ენერგია გახდა 2 კვტ.

რამდენი იყო მშრალი შეშის თბური ენერგია?  

პასუხი:4 კვტ.

2. ერთ-ნახევარი კვტ/სთ-ი ელენერგია ღირს ლარნახევარი.

 რა ეღირება 10 კვატი ელ. ენერგია?

პასუხი: 10 ლარი.

3. რომელი უფრო მძიმეა ერთი კილოგრამი მშრალი შეშა თუ ერთი კილოგრამი სველი შეშა?

პასუხი: ტოლია.

4. მამამ ზამთრისთვის სახლში მოიტანა 320 კგ მყარი ბიოსაწვავი, აქედან 3/8 არის ბრიკეტი, დარჩენილის 2/5 არის პელეტი, დარჩენილი საწვავი კი არის თხილის ნაჭუჭი. რამდენი თხილის ნაჭუჭი მოიტანა მამამ სახლში?

პასუხი: 120კგ.

5. ცხელი წყლის ენერგიის მაგროვებელ რეზერვუარში შენახული იყო გარკვეული ენერგია. მზის კოლექტორიდან დაემატა იმდენივე რამდენიც იყო. რეზომ ტანის დასაბანად მოიხმარა 20 კვტ/სთ ამის შემდგომ კოლექტორიდან კვლავ დაემატა იმდენი რამდენიც იყო დარჩენილი მამამ დაიბანა ტანი და მიხმარა 20 კვტ/სთ. ამის შემდგომ კოლექტორიდან კვლავ დაემატა დარჩენილის ოდენობა ენერგია და დედამ დაიბანა ტანი რის შემდგომაც აღმოჩნდა რომ ენერგიის მაგროვებელ რეზერვუარში ცხელი წყალი აღარ იყო დასაბანად.

რამდენი კვტ ენერგია იყო მოთავსებული მაგროვებელ საწყობში თავდაპირველად?

პასუხი:15კვტ.

6. 5-მა ენერგოეფექტიანმა ღუმელმა 5 ტონა ბრიკეტი დაწვა 5 კვირაში,რამდენ კვირაში დაწვავს 10 ღუმელი 10 ტონა ბრიკეტს?

პასუხი: 5 კვირა.

7. ენერგოაუდიტის დროს დადგინდა რომ მზის კოლექტორიდან შენობას მიეწოდება 9 კვტ/სტ ენერგია, ბიომასის ღუმელიდან 2კვტ/სთ ით ნაკლები, ხოლო გაზის გამაცხელებლიდან ამდეთვე ნაკლები ვიდრე ბიომასის ღუმელიდან. რამდენი ენერგია მიეწოდება შენობას ბიომასის ღუმელიდან და გაზის გამაცხელებლიდან?

პასუხი: 12 კვტ.

8. მზის კოლექტორმა იმუშავა 4 საათი ბიომასის ენერგოეფექტიანმა ბიომმასის ღუმელმა 7 საათი. რომელმა ენერგოგენერატორმა გამოიმუშავა უფრო მეტი ენერგია თუ ცნობილია რომ მზის კოლექტორი გამოიმუშავებდა 70კვტ/სთ, ხოლო ბიომასის ღუმელი 50კვტ/სთ.

პასუხი: ბიომ  70 კვტ/სთ-ით მეტი.

9. მზის ელექტროსადგურში ფოტოელემენტები განათავსეს 4 მწკრივად. ისე რომ პირველ მწკრივში განთავსდა 10 ფოტოელემენტი, ყოველ შემდგომ მწკრივში კი 2 ჯერ მეტი ვიდრე წინაში. რამდენი ფოტოვოლტაური ელემენტი იყო განთავსებული მეოთხე მწკრივში?

პასუხი: 80 ელემენტი.