12 აპრილს თბილისის 122-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა განახორციელა აქტივობა - სკოლის ეზოს გამწვანება-"მწვანე საათი". გუნდის წევრებმა და მოხალისე მოსწავლეებმა მიიტანეს ნერგები რათა სკოლის ეზო გაელამაზებინათ. (იასამანები, ვარდები, ბზა, ეზოს ყვალილები) ბავშვები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში. მათ ნერგები საკუთარი ხელით დარგეს და მორწყეს კიდეც.
მოსწავლეებმა ეზოში ჩაიტანეს ფოტოსინთეზის ტაბულა და ისაუბრეს მცენარეთა მნიშვნელობაზე ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. მერვე კლასელებმა მეშვიდე კლასელებს ტაბულის გამოყენებით აუხსნეს, თუ როგორ ახორციელებს მცენარე ფოტოსინთეზს. აღნიშნეს, რომ მცენარეები მართლაც განსაზღვრავენ ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. რომ არა ისინი არ გვექნებოდა ჟანგბადი და საკვები, რაც ჯანმრთელობისთვის უპირველესია. რაც უფრო მეტი მცენარე დაირგვება, მით უფრო ინტენსიურად წარიმართება ფოტოსინთეზის პროცესი და გამოიყოფა ჟანგბადი.
თბილისის 122-ე სკოლის მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეჰმატებენ სკოლის ეზოს ახალ-ახალ მცენარეებს.