დაბა ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბ "არტემისის" წევრებმა, რომელიც ჩართულები არიან ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში, 11 აპრილს რეინჯერებს მათ მიერ დამზადებული ჩიტის ბუდეები გადასცეს.
ეკოკლუბელები ეწვივნენ დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე განთავსებულ რეიინჯერთა ცენტრს, დაათვალიერეს იქ არსებული ბაღი და გარემო. ტყის მცველებთან ისაუბრეს ეროვნული პარკების შესახებ და განიხილეს სამომავლოდ მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობები.
"არტემისელები" და რეინჯერები უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. მათ ჰქონდათ არაერთი შეხვედრა და ეკოკლუბელებმა გაიარეს ტრენინგი ჩაქვში არსებულ მტირალას ეროვნულ პარკთან დაკავშირებით. ბოლო შეხვედრის დროს დაიგეგმა რამოდენიმე აქტივობა ერთობლივი თანამშრომლობით. ბავშვების მიერ გადაცემული ჩიტის საბუდრები მალე განთავსდება საჭირო ადგილებზე და ეს იქნება ჩაქვის N1 სკოლის ეკოკლუბის წვლილი მტირალას ეროვნული პარკის განვითარებაში.