სოფელ რცხმელურის სკოლის ეკოკლუბი ცაგერის უმწეოთა სასადილოს დაეხმარა

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის ,ეკოკლუბ "მომავლის თაობის" წევრები იმყოფებოდნენ მათი სოფლიდან  3 კილომეტრით დაშორებულ ცაგერის უმწეოთა სასადილოში.ეს სასადილო რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს.

რცხმელურის ეკოკლუბის წევრებმა, წინა წლებშიც განახორციელეს მსგავსი აქტივობა და წელსაც დაგეგმეს ანალოგიური სოციალური აქცია.. ბავშვებმა აკრიბეს თანხა და ამ ფულით შეიძინეს ტკბილეული და ხილი.

"ცაგერში ჩასვლით და ამ პროდუქტების გადაცემით, ვფიქრობთ სოციალურად დაუცველ თანატოლებსა და მოხუცებს ერთი დღე მაინც გავულამაზეთ. ჩვენი აზრით, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ არ შიოდეს. სამწუხაროდ,  ასეთი გაჟირვებული ადამიანები საკმაოდ ბევრი ყოფილან. გვიხარია, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ბევრ კეთილ საქმეს გვაკეთებინებს" - ამბობენ რცხმელურის სკოლის მოსწავლეები.