1 აპრილს, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ზიგდიდის N3 აჯარო სკოლის ეკო-კლუბის VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, კლასის დამრიგებლის ორგანიზებითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით მოეწყო გარემოსდაცვითი აქტივობა სკოლის ეზოში, რაც მოიცავდა ერთი და მრავალწლოვანი ხე-მცენარეების დარგვის აქციას. აქტივობაში მონაწილეობა მიიღო 12 მოსწავლემ და დარგული იქნა წიწვოვან მცენარეთა გვარის კვიპაროზისებრთა ოჯახის წევრი - ტუია, 2 ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე და ერთი მარადმწვანე, ფოთოლმცვენი ბუჩქი ჭანჭყატისებრთა ოჯახიდან
ამავე პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩარგეს სამხრეთაფრიკული ჯიშის კრასულა (ე.წ. „ბარაქის ხე“) რამოდენიმე ქოთანში, რითაც საკლასო ოთახის გამწვანება და გაფორმება მოხდა. მცენარეების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა მათი მოვლის სიმარტივე, მცენარეთა გამძლეობა და ლოკაცია (განათება, ტემპერატურა ოთახში).
ლოკალურ დონეზე, ბიომრავალფეროვნებისთვის მიმზიდველი მცენარეების მიზნობრივი დარგვით მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ მეტი სხვადასხვა სახეობის მცენარეების შესახებ, რომლებიც მათ ხვდებათ სასკოლო პროგრამებში. გამწვანების ეს პროცესი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის ეზოდან გაუსვლელად აახლოებს ბუნებასთან და ამავდროულად ქმნის მცენარეებისა და ცხოველების ჰაბიტატებს. გამწვანების აქტივობების რეგულარულობით შესაძლებელია ასევე მომავალში შეიქმნას ე.წ. „მწვანე ქსელი“, რომელსაც ექნება პოტენციალი რომ იმოქმედოს როგორც დამაკავშირებელმა გზამ ველური ბუნების გადაადგილებისთვის ბუნებრივ ზონებს შორის..