2 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის სკოლის ეკოკლუბი ,"ახალი სიცოცხლის" წევრებმა დირექციასთან შეთანხმებით, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად მოაწყვეს ე.წ. "შაბათობა" და დასუფთავების აქცია სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეებმა თავად მოიტანეს შრომის იარაღები, რაც დაჭირდებოდათ დასასუფთავებლად.
მოიფოცხა და დაიგავა სკოლის წინა შესასვლელი მხარე, გაისხლა სკოლის ტერიტორიაზე არსებული ნერგები, აიკრიფა ნასხლავი, მოსუფთავდა ბორდიურები და გამზადდა მიწის ჩასაყრელად და შემდგომში ყვავილების დასარგავად. აიკრიფა პოლიეთილენის ბოთლები და პარკები, მოახდინეს ნაგვის გატანა ტერიტორიიდან, ასევე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაამზადონ ბუკლეტები და ბანერები იმისთვის, რომ სკოლის სოციუმი გააფრთხილონ არ დაყარონ სკოლის ტერიტორიაზე ნაგავი, შეინარჩუნონ სისუფთავე და გარემოს სილამაზე.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, წამოწყებულ აქტივობაში და ძალიან გულმოდგინედ ეხმარებოდნენ ერთმანეთს. გორის სოფელ რეხის სკოლის ეკოკლუბელები ამბობენ, რომ ასეთი აქტივობები არ იქნება ერთჯერადი და სამომავლოდ კვლავაც გაგრძელდება.