ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში გამწვანების აქციები მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორები ადგილობრივი ეკოკლუბის აქტივისტები არიან.
აქტივობაში სკოლის ყველა კლასი და მშობლებიც ჩაერთვნენ. ეკოკლუბ ,,მწვანე მომავალი’’-ის წევრებმა და მათმა უმცროსმა მეგობრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ეკოსკოლის აქტიური წევრები არიან, მასწავლებელ ნათია მურადოვასთან ერთად სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოაწყვეს. სკოლის დირექციამ ეზოში გარკვეული ადგილი შეურჩია, ადგილი წინა წლის შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლების ნეშომპალადაა ქცეულია, სადაც მცენარის დარგვა და გახარება კარგად მოხდება.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს როგორც დეკორატიული ყვავილოვანი მცენარეები, ასევე წიწვოვანი მცენარეები. მათ მოვლაზე და გახარებაზე თავად იზრუნებენ. გამწვანების აქციები დაბა ნარუჯაში მომავალშიც გაგრძელდება.