გაჩეხილი ხე-ტყე ცხრაჯვარზე (ფოტოკოლაჟი)

„ნიუპრესის“  კორესპონდენტი მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდთან" ერთად  იმყოფებოდა  რაჭაში, ცხრაჯვარზე, სადაც  მოჭრილი და მოსაჭრელად გამზადებული დანომრილი ხეები დააფიქსირა. „მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ თეთნულდის"  წარმომადგენლის ირაკლი ჯულაყიძის თქმით, მოგზაურობისას ხშირად აწყდებიან მსგავს ფაქტებს. "ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში გვიწევს ისეთი ადგილების მონახულება, სადაც ყოველდღიურად ადამიანები არ დადიან და მხოლოდ მოგზაურებს შეუძლიათ იქიდან ინფორმაციის გამოტანა.  ყველაზე სამწუხარო ფაქტს, რასაც ასეთ ადგილებში ვაწყდებით, არის ხე- ტყის გაჩეხვა. ზუსტად ეს იწვევს სტიქიურ მოვლენებს,  მეწყრულ პროცესებს და მდინარეების ადიდებას.  ფაქტია,  რომ ტყეები იჩეხება საქართველოში“. გთავაზობთ ფოტომასალას, რომელშიც კარგად ჩანს  მოჭრილი ხეების ხასხასა, მწვანე ტოტები,  რომლებიც სულაც არ გამოიყურება არაჯანსაღად. 4 56 7 8 9 10 11