ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე "ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის" ეკოკლუბის წევრი ოლიკო ჭელიძე, უკვე რამდენიმე წელია მოხალისედ თანამშრომლობს პატრონო ძაღლთა თავშესაფარ -„DOG organization georgia - ძაღლების ორგანიზაცია საქართველო“-სთან. ოლიკო და მისი მოხალისე მეგობრები დადიან ყოველთვიურ გასეირნებებზე, რომლებიც ხდება სხვადასხვა ადგილას. ხშირ შემთხვევაში თავშესაფრის წინ მთებზე, თუმცა ბევრი მოხალისე ხშირად ერთვება ქალაქში ჩატარებულ ძაღლების გასეირნებების აქციებშიც. ოლიკო ასევე დადის თავშესაფარში კვირაში ერთხელ ძაღლების გასასეირნებლად.
ოლიკომ მოამზადა პრეზენტაცია (წარმოდგენილ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ეს პრეზენტაცია https://docs.google.com/presentation/d/1moiLhkZ45DNwnb8PpsgQSIgwAGhh63vn/edit?usp=sharing&ouid=111129635909280998828&rtpof=true&sd=true) მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით და წარუდგინა როგორც თანაკლასელებს, ასევე სკოლის ყველა მეშვიდე კლასს.
ბავშვებმა გაიგეს, რომ ძაღლის ყოლის სურვილი თუ გაუჩნდათ არ უნდა იყიდონ, რადგან არის ბევრი უპატრონო ძაღლი, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ. შეხვედრის შემდეგ მეშვიდე კლასელებმა შეკრიბეს გარკვეული თანხა, რომლითაც თავშესაფარს საკვები უყიდეს.