24 მარტს თერჯოლის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა განახორციელეს აქტივობა დედამიწის საათთან დაკავშირებით. მანამდე მათ შეიმუშავეს გეგმა დაბეჭდეს პლაკატები. აქტივობაში ჩართული იყვნენენ ასევე სკოლის სხვა მოსწავლეებიც.
ბავშვებმა ისაუბრეს დედამიწის საათის მნიშვნელობაზე, თუ რა ევალება თითეულ ადამიანს გააკეთოს 26 მარტს და არა მარტო ამ დღეს. ეკოკლუბის წევრები სხვა მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ რუფოთის და მეზობელი სოფლების - ქვედა ალისუბნისა და ტელეფის ცენტრში.
შეხვდნენ სოფლის ექიმს და ესაუბრნენ ამ თემაზე. სოფლების ადმინისტრაციულ შენობებზე და სხვა დაწესებულებებზე გააკრეს დედამიწის დღის აღნიშვნელი პლაკატები და ასევე მოწოდებები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით,
ეკოკლუბის წევრები ასევე იმყოფებოდნენ სოფლების მაღაზიებში, სადაც დატოვეს რამდენიმე პლაკატი. პლაკატები ასევე გააკრეს სოფლის მოსაცდელებზე და ესაუბრენ ადგილობრივებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, გარდა ამისა, მოსწავლეებმა შინ წაიღეს პლაკატები გასავრცელებლად და ახლობლების ინფორმირებისათვის.
ეკოკლუბის წევრები დიდი მონდომებით არიან ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში და დარწმუნებულნი არიან, რომ მონდომებით, თანამშრომლობით და კეთილი საქმეების კეთებით მცირე წვლილს შეიტანენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში.
.