ზუგდიდის N3 სკოლაში მაკულატურისგან ქაღალდი დაამზადეს

ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ მაკულატურისგან ქაღალდის (ფორმატის)  გაკეთება, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ პოსტერების, პლაკატების დასამზადებლად.

ამ მიზნით ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 22 მარტს  ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ქაღალდის დამზადებას. მომხსენებელმა ანი ანთელავამ ისაუბრა წელიწადში პროცენტულად რა რაოდენობის ტყეების განადგურება ხდება ქაღალდის დასამზადებლად, და თუ ჩვენ მაკულატურას მეორადად გადავამუშავეთ ამით ბევრ ხეს გადავარჩენთ. ტყეების აღდგენა საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა, ამასთან კარგად უნდა დაიგეგმოს როგორ გაშენდეს და პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს. ამრიგად, ჩვენ თუ დავზოგავთ ქაღალდს, ნაკლებად დავაზიანებთ ბუნებას.

ანი ანთელავას მიერ წარმოდგენილი იქნა ფიზიკურად როგორ ხდება ქაღალდის წარმოება, ფერების დამატება და მყარი, ახალი ქაღალდის მიღება. მოსწავლეების დაინტერესება დიდი იყო და გამოთქვეს სურვილი დავალება გაკეთდეს მათ მიერ დამზადებულ ქაღალდზე.