ცნობილია, რომ უცილებელია გააზრებული და განათლებული მიდგომა მრეწველობის თითოეული დარგისადმი ეკონომიურ გამოყენებასთან დაკავშირებით. ნინოწმინდის სოფელ ფოკას სკოლაში გაიმართა შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები მრეწველობის სხვადასხვა სექტორზე, ინოვაციებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ეკოკლუბმა სამუშაო გაანაწილა. ჯგუფის თითოეულმა წევრმა იკისრა მუშაობა კონკრეტულია მიმართულებით:
1. ენერგიის წარმოება.
2. ნედლეულის პროდუქტიულობა, სოფლის მეურნეობა.
3. საწვავის მრეწველობა.
4. ტურისტული ორგანიზაცია.
5. ინოვაცია
6. ინფრასტრუქტურა.
პრობლემები დაყვეს 2 ნაწილად და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
მოაწყვეს ინტერვიუები სპეციალისტებთან, ხაზი გაუსვეს ჯავახეთში დაცული ტერიტორიების შექმნის აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსასვლის ალტერნატიული წყაროს შექმნა.
„ქვეყანა ჩვენი სახლია, ვიზრუნოთ მასზე“ - სოფელ ფოკის სკოლის ეკოკლუბი ამ სლოგანით ხელმძღვანელობს. მათ თანატოლებს მისცეს მოკლე ინსტრუქციები ელექტროენერგიის ყოველდღიური დაზოგვის შესახებ:
1. გასვლისას გამორთეთ შუქი.
2. მაქსიმალურად ისარგებლეთ საცხოვრებელი განათებით.
3. ეცადეთ, ჩვეულებრივი ნათურების ნაცვლად გამოიყენოთ ენერგიის დამზოგავი ნათურები.
4. გამორთეთ მოწყობილობები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არიან სამომხმარებლო რეჟიმში.