მცხეთის სოფელ ქსოვრისის სკოლის ეზოს ერთ-ერთ კუთხეში, სამშენებლო ნარჩენების გროვაში ფიჭვები ამოვიდა. ამან სტიმული მისცა ქსოვრისის სკოლის ეკოკლუბის წევრებს დაემუშავებინათ ეს ადგილი, გაეწმინდათ ნაგვისაგან, მოესწორებინათ ნიადაგი და ადგილი მოათავისუფლეს პატარა ფიჭვებისთვის შეუფერხებლად გასაზრდელად. დირექტორმა მოუწონა კლუბს ინიციატივა და მოსწავლეებმაც დაიწყეს მუშაობა. მანამდე მოიმარაგეს ხელთათმანები, ნიჩბები, ფოცხები, ხელოს ურიკა და შეუდგნენ საქმეს.
ეზოს მეორე კუთხეში ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს წიწვები, სხვადასხვა ხეების ფოთლები, ბალახის ძირები და კომპოსტისთვის მოამზადეს. მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ წმენდდნენ შერჩეულ მიწის მონაკვეთს. მალე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისაგან მთლიანად გაიწმინდა და ოღროჩოღრო ადგილები მოსწორდა. ახლა უკვე პატარა ფიჭვები სათანადო მოვლით გაიხარებენ და გაიზრდებიან.
კომპოსტი მალე არ იქცევა სასუქად. ამიტომ, ბავშვებმა გადაწყვიტეს სახლიდან მოიტანონ ხოლმე ორგანულ სასუქი და ნიადაგს გაანოყიერებენ. სულ მალე დარგავენ ყვავილებს და კიდევ უფრო გაამშვენიერებენ სკოლის ეზოს ამ ნაწილს.