5 მარტს, ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ ინიციატივით მოეწყო აქცია თემაზე: „აჩუქეთ თქვენს ოჯახს ერთი დღე მობილურის გარეშე!“, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეების მიერ დაფიქრება და გააზრება იმისა, თუ როგორი იქნებოდა დასვენების დღე მათთვის მობილურის გარეშე.
ეკოკლუბელებმა სცადეს წარმატებული კომუნიკაციის დამყარება უახლოეს ადამიანებთან, რადგან დღეს სმარტფონები და სხვა გაჯეტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მათი დახმარებით ვუკავშირდებით ადამიანებს, ვუყურებთ ფილმებს, ვთამაშობთ თამაშებს და განვიცდით კომუნიკაციის დეფიციტს.
მოსწავლეებმა შექმნეს მინიატურული ჩანახატები სადაც აღიარებდნენ, რომ ძალიან გაუჭირდათ, ვერ წარმოედგინათ დღე მობილურის გარეშე, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ უტელეფონოდ უფრო პროდუქტიული დღე გამოვიდა. ბავშვებს მიეცათ მეტი თავისუფალი დრო და შექმნეს ნახატები, მისალოცი ბარათები სარვამარტოდ მათი ახლობლებისთვის.
ამას გარდა, ეკოკლუბელებმა მეორადი ნარჩენებისგან დაამზადეს სუვენირები, შეასრულეს საშინაო დავალებები, გამოაცხვეს ტკბილეული, წაიკითხეს წიგნები, იზრუნეს ოთახის მცენარეებზე და სხვა.