ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში კახეთში, სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ფესვების" წევრებმა და მოხალისეებმა 1 მარტს მოაწყეს სანიაღვრე არხების დასუფთავების აქცია. მონაწილეებმა დაასუფთავეს თემის რამდენიმე უბანის სანიაღვრე არხები, რომელიც პოლიეთილენის, მინის ბოთლების, პარკების, პლასტმასის ჭიქების, ალუმინის ქილების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაიწმინდა.
ბავშვებმა შეგროვებული ნარჩენები ჩაყარეს უახლოეს ნაგვის ურნაში. ეკოკლუბელები დასუფთავების აქციებს იმიტომ აწყობენ, რომ კარგად აქვთ გააზრებული თუ რა ზიანი მოაქვს ნარჩენებს გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი მომავალშიც გეგმავენ დასუფთავების აქციების მოწყობას სოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რათა მათი სოფელი არ იყოს დანაგვიანებული.
ეკოკლუბელებს იმედი აქვთ, რომ ძველი ანაგის მოსახლეობა გაითვალისწინებს ბავშვების თხოვნას და აღარ დაანაგვიანებენ დასუფთავებულ ტერიტორიებს.