ინტერნეტის საშუალებით ჩატარებული კვლევა ორგანიზებულია კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ. მოსწავლეების მიზანი მიზანი იყო მიეღოთ პასუხები სხვადასხვა სტერეოტიპულ მოსაზრებასთან დაკავშირებით თუ რა პოზიცია აქვს საზოგადოებას, რა განაპირობებს მის ამ პოზიციას და რა დამოკიდებულებები ასაზრდოებს გენდერულ ჭრილში არსებულ პრობლემებს. კვლევაზე მუშაობდნენ ეკოკლუბის წევრები: ქეთი გურული და მარიამ გელაშვილი
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 33 ადამიანმა. აქედან 84.8 % მდედრობითი სქესის, ხოლო 15.2% მამრობითი სქესის.
14-29 წლამდე ადამიანი იყო მონაწილეთა 51.5%
30-50 წლამდე 45.5% , ხოლო 50 -ზემოთ ასაკის იყო მონაწილეთა 3% .
კითხვა პირველი - გსმენიათ თუ არა გენდერული თანასწორობის შესახებ? - აბსოლუტურმა უმრავლესობამ 100% დადებითი პასუხი გასცა.
არსებობს თუ არა პრობლემები ჩვენს საზოგადოებაში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით? - ამ კითხვაზე მონაწილეთა 81.8 % უპასუხა კი , 12.1% უპასუხა არა, ხოლო 6.1% დააფიქსირა პასუხი - არ ვიცი .
კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის შექმნაა? - დაფიქსირდა ასეთი შედეგები . კი 6.1% , ხოლო პასუხი არა 93.9 %.
კითხვაზე: კაცის მთვარი მოვალეობაა იმუშაოს და ფული შემოიტანოს ოჯახში? - დაფიქსირდა შემდეგი შედეგბი - 63.6% აფიქსირებს პასუხს არა, ხოლო 36.4% ამბობს კი .
ქალისთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია თუ კარიერა? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა : კი - 21.2% , არა - 63.6%, არ ვიცი - 15.2%.
ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის შექმნაა და ამიტომ ბავშვისთვის უმჯობესია თუ ის არ იმუშავებს და სახლში იქნება, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? - შედეგები - კი 6.1%, არა - 87.9%, არ ვიცი - 6.1 %.
საქართველოში ქალი უფრო ადვილად შოულობს სამსახურს თუ კაცი? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა : კაცი - 15.2%, ქალი -12.1%, ორივე - 39.4%, ვერც ერთი - 33.3%.
კითხვაზე: კარიერული წინსვლა ქალისთვის უფრო ადვილია თუ კაცისთვის? - შედეგები ასეთია: კაცი - 21.9%, ქალი - 3.1%, არ აქვს მნიშვნელობა - 75%.
კაცისთვის უფრო ადვილია პოლიტიკაში მოხვედრა თუ ქალებისთვის? - შედგები : კაცი -57.6%, ქალი 39.4%, არ აქვს მნიშვნელობა 3.1%.
ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? - ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კაცი 3%, ქალი 0%, ორივე ერთად 97%.
უნდა იღებდეს თუ არა მონაწილეობას კაცი/ქმარი შვილის აღზრდაში? - შედეგები: კი 100%.
ქალისთვის განათლება მნიშვნელოვანია? - ამ კითხვაზე დაფიქსირდა შემდეგი შედეგი: კი 97%, არა 3 %.
და ბოლო კითხვა: თქვენი აზრით დღეს საქართველოში გენდერული თანასწორობა მიღწეულია? დაფიქსირდა შემდეგი შედეგები: კი 24.2%, არა 63.6%, არ ვიცი 12,1%.