ხაშურელი მოსწავლეების ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში

25 თებერვალს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ - "ეკო თაობის" წევრები, ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე ოცნებასთან" და ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად, ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც მათ მასპინძლობა ხაშურის რაიონს საკრებულოს წევრმა და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა გაუწია.

მუზეუმში მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალს მიმდინარე მოვლენები, როდესაც თბილისი საბჭთა მე-11 არმიამ დაიკავა. ქართველები გმირულად იცავდნენ დამოუკიდებლობას, თუმცა ამაოდ, საქართველო რუსეთის საბჭოთა იმპერიას შეუერთდა. ამ პერიოდში დაიხვრიტა უამრავი უდანაშაულო ადამიანი, უმიზეზოდ აპატიმრებდენენ და გადასახლებაში აგზავნიდნენ მოსახლეობას. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

შეხვედრისას მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გახსენება, ისაუბრეს შინდისის და სხვა გმირებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირეს. ოკუპაციის მუზეუმში სტუმრობით კიდევ ერთხელ მოხდა საბჭოთა რუსეთის უკანონო და უსამართლო ქმედებების გაცნობა.