ქალაქ თბილისის 83-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ "დედამიწის მცველები"-ს წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია დევიზით: "ვიზრუნოთ, ჩვენი ქალაქის თითოეული ქუჩის, ტერიტორიის სისუფთვეზე". როგორც ცნობილია, ყოველწლიურად მილიონიანი ქალაქის ტერიტორიაზე აკუმულირდება მყარი ნარჩენი. მათ შორისაა: საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ქაღალდი, დამტვრეული მინა, პლასტმასი, რეზინი და სხვა...
ხშირად მოსახლეობა ცდილობს შეაგროვოს ეს ნარჩენი და დაწვას, თუმცა ვერ ითავისებენ რა შედეგი მოჰყვება ფოთლების, რეზინის პლასტიკური მასალების დაწვს. გამოიყოფა ამ დროს კანცეროგენური ნივთიერებები, ტოქსიკური აირის,ჭვარტლი. შესაძლებელია ყევლაზე უარესი პროცესის განვითარების მიზეზი გახდეს, როგორიცაა ადამიანში სიმსივნური უჯრედების გამოღვიძება- განვითარება. ამიტომ, თბილისის N83 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მოსკოვის გამზირის მიმდებარე, კონკრეტული ტერიტორიის დასუფთავება.
დევიზი კლუბის წევრებმა შეასრულეს წარმატებით. არამარტო იმიტომ, რომ სულ მცირე თავიდან აარიდეს იქ მცხოვრებლებს ასეთი სიბინძურე და ნარჩენებისგან გამოწვეული პრობლემები, არამედ მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ: ელზა ციხელაშვილი, ქრისტინა სამსიანი, გვანცა ვეფხვაძე, ბარბარე ძინძიბაძე, მარიამ ჯალაღონია, ელენე მაჩალაძე, მარიამ გაგუა, თათა უთურგაიძე და მარიამ ხმიადაშვილი.