წიგნი რომელსაც ახლა ვკითხულობ...

ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის , "მწვანე კარის" ინიციატივით ამავე სკოლაში, შემოსასვლელი დერეფნის კედელზე მოეწყო მეტად საინტერესო დაფა, სათაურით, "წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ". ამ დაფაზე სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ დაწერონ წიგნს სახელწოდება, რომელსაც ამ მომენტში კითხულობენ, მიუთითონ ავტორი და მათი ვინაობა. აღნიშნული აქტივობა ატარებს, როგორ ინტელექტუალურ, ისე წამახალისებელი ღონისძიების ხასიათს და ემსახურება წიგნის პოპულარიზებას სკოლის მოსწავლეებში. 

აქტივობის დასაწყისში, ეკოკლუბი მოელაპარაკა სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებელსა და მხატვარს ნინო ქირიას, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა ლამაზი ხელნაწერი. აღნიშნულის შემდეგ ეკოკლუბელებმა თავად გააკეთეს კედელზე თეთრი ფორმატები, სადაც მოსწავლეები შეძლებდნენ წიგნის მითითებას. 

ამ წამოწყებას მალევე გამოუჩნდნენ პირველი მიმდევრები. ზუგდიდის N4 სკოლის ეკოკლუბი მოხარულია მოსწავლეთა  დაინტერესებითა და გამოხმაურებით.