სანიტარული დასუფთავების აქცია ჩაქვის N1 სკოლის ბიბლიოთეკაში

 

ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "არტემისი" განახორციელა სანიტარული დასუფთავების აქცია სკოლის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა სპეციალური სითხის საშუალებით გაწმინდეს ინვენტარი და ასევე ის წიგნები, რომელსაც მოიხმარენ საჭიროებისა და დანიშნულებისამებრ.

რადგანაც ბიბლიოთეკა არის ის ადგილი რომელიც მასპინძლობს სხვადასხვა კლასის და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს, აქ არის წიგნები რომელსაც ყოველდღიურად ჰყავს მრავალი მომხმარებელი და შესაბამისად დაბინძურების რისკიც მაღალია..

"ვფიქრობთ ეს იქნება მისაბაძი მაგალითი სხვა მოსწავლეებისათვის და ისინიც შეეცდებიან იზრუნონ საკუთარ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე როგორც სკოლის ეზოში, ასევე შიდა სივრცეში" - ამბობენ ჩაქველი ეკოკლუბელები.