ქალაქ კასპის N3 სკოლის ეკოკლუბ "ლორაქსის" წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ კასპის "ჰაიდელბერგ ცემენტის" წარმოებაში. ბავშვებმა დაათვალიერეს ტერიტორია და გაეცნენ თუ როგორ მიმდინარეობს ცემენტის ხარისხის კონტროლი. მათმა მასპინძელმა, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ნელი ქარქოზაშვილმა ეკოკლუბელებს აუხსნა რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ცემენტის ხარისხის კონტროლს და როგორი სიხშირით ხდება პროდუქტის ანალიზი.
ლაბორატორია აღჭურვილიოა უახლესი აპარატურით, თუმცა ძველი აპარატურაც შემონახულია და იქვეა განთავსებული. ეკოკლუბელების განმარტებით, ერთი შეხედვითაც თვალსაჩინოა სხვაობა და ახალი საანალიზო მოწყობილობები ნამდვილად შეესაბამება 21-ე საუკუნეს. ანალიზის შედეგები მუდმივად იგზავნება გერმანიაში წარმოების სათაო ოფისში. ქარხნის ტერიტორიაზე არის მეორე ლაბორატორია. ამჯერად მისი დათვალიერება ვერ მოხერხდა.
სტუმრობის მიზანი იყო ეკოკლუბელებს საკუთარი თვალით ენახათ ეს ცნობილი საწარმო რამდენად ზრუნავს და აკონტროლებს უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებს.