ზუგდიდის სოფელ ჩხორიის სკოლის ეკოკლუბელებმა უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნეს

ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოამზადა თაკო გოგოხიამ, პლაკატები და პოსტერები დაამზადეს თიკო გოგოხიამ, გვანცა გაბუნიამ და ნინო ჯინჯოლავამ.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება “. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს იმართება. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანია, უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტსივრცის შექმნა და ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებში, მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.