ნინოწმინდის სოფელ ეშტიის მეორე სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს დალაგება-დასუფთავების აქცია სკოლის ბიბლიოთეკაში და ინკლუზიური სწავლების ოთახში.
ბიბლიოთეკაში ბავშვებმა წიგნები დაალაგეს და ოთახი გაწმინდეს. ეკოკლუბის წევრებიდან ერთმა ბიჭმა გაფუჭებულ სკამები, მაგიდები და წიგნების კარადის კარები გააკეთა. გოგოები კი წიგნების გაწმენდით და დალაგებით იყვნენ დაკავებულნი.
ბიბლიოთეკის გაწმენდის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები შევიდნენ ინკლუზიური სწავლების ოთახში და გაწმინდეს მაგიდები, დაალაგეს სკამები მაგიდების გვერდით, ჭურჭელი შესაბამის კარადაში დაალაგეს, გაწმინდეს პოსტერები და სხვა რესურსები, რომელიც გამოფილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის.
ბოლოს კი გავიდნენ დერეფანში, სადაც ბავშვებმა ყვავილებზე იზრუნეს.