ალგეთში ბრაკონიერებმა ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირეს

ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა მკაცრი დაცვის ზონაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბრაკონიერთა ჯგუფმა დაცულ ტერიტორიაზე ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირა. "ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა. მიმდინარეობს გამოძიება. ამოღებულია შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები", - აცხადებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში ნადირობა იკრძალება.