წიგნის საჯაროდ კითხვის დღე დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოს სკოლაში

" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო  დღე" ცნობილი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველი წლის 2 თებერვალს აღნიშნავენ მსოფლიოს 100 -ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას შეუერთდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, მათი ხელმძღვანელი, სოფიო შიშნიაშვილი და სხვა მოსწავლეებიც.

ღონისძიების დაწყებამდე, ეკოკლუბის წევრი, მე-9 კლასის მოსწავლე, ანი ბოსტოღანაშვილი, მოსწავლეებს ესაუბრა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.სხვა ბავშვებმაც გამოთქვეს საინტერსო მოსაზრებები, რომ წიგნის კითხვა ავითარებს აზროვნების, მეტყველების, ანალიზის უნარებს.ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, გვმატებს ცოდნას და თავდაჯერებულობას. გვხდის შემოქმედებითს.

   

შეხვედრის პატარა მონაწილეებმა მოუსმინეს ეკოკლუბის წევრებს, შემდეგ კი, ხმამაღა წაიკითხეს ანდაზები, გამოცანები. ეკოკლუბის წევრებმა კი ასევე ხმამაღლა წაიკითხეს  სტროფები "ვეფხისტყაოსნიდან". დღემ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.