სოფელ ქობულეთის სკოლაში საქართველოს დაცული ტერიტორიები განიხილეს

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ბუნების მცველები"-ის ხელმძღვანელმა 1 თებერვალს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარა მინი-ლექცია თემაზე ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები". ლექციას კლუბის წევრების გარდა მთლიანად მე-9 კლასი ესწრებოდა.

ხელმძღვანელმა გამოიყენა საინფორმაციო პლაკატები და ფოტო-მასალა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. აუხსნა მათ, რომ საქართველოში არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი და მათ შორის ერთ-ერთი კინტრიშის სახელმწიფო ნაკძალია. ესაუბრა ბავშვებს კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ. შემდეგ მიმოიხილა საქართველოს 9 ეროვნული პარკი, რომელთა შორისაც არის ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული მტირალას ეროვნული პარკი.

ისაუბრა აგრეთვე 7 ბუნების ძეგლის შესახებ, გაცნო 17 ბუნებრივი აღკვეთილი , რომელთა შორის ქობულეთის აღკვეთილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მასწავლებელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველოში არის 2 დაცული ლანდშტაფტი და ამათგან ერთ-ერთი კინტრიშის დაცული ლანდშტაფტია. ბავშვები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხებით და გადაწყვიტეს, ხელსაყრელი ამინდების დადგომისთანავე, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, დაათვალიერონ ქობულეთის დაცული ტერიტორიები.