როგორ ავიცილოთ ბუნებრივი აირის გაჟონვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში - ანი ზივზივაძემ  ჩაატარა სემინარი თემაზე: როგორ ავიცილოთ ბუნებრივი აირის გაჟონვა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, საფრთხე საკმაოდ მაღალია, ეს იქნება ადამიანის მოწამვლისა და გაგუდვის თუ აფეთქების შემთხვევები. მით უმეტეს ძალიან ხშირია უბედური შემთხვევები. ანიმ ვრცლად ისაუბრა მიზეზებზე და თავის დაცვის საშუალებებზე. პასუხი გაეცა ყველა დასმულ კითხვას.

მოსწავლეებმა დამზადებული საინფორმაციო ბროშურები რეკომენდაციებით დერეფანში გააკრეს და  თემშიც დაარიგეს. მოსახლეობიდან კი მადლობა დაიმსახურეს.

ბროშურის შინაარსი:

როგორ ავიცილოთ ბუნებრივი აირის გაჟონვა.

1. გაზის მოწყობილობა სეზონზე საჭიროებს პროფილაქტიკურ შემოწმებას.

2.  გაზის მონტაჟი გააკეთებინეთ კვალიფიკაციურ პირს.

3.  შეამოწმეთ საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა.

4. აკრძალულია გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი.

5. აკრძალულია, გაზის მოწყობილობის გამოყენება, რომელიც წვისათვის საჭირო ჰაერს ოთახიდან იღებს. წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება.

6. ყურადღება მიაქციეთ გაზის სპეციფიკურ სუნს

7.ყ ური დაუგდეთ შიშინის ან სტვენის ხმას თქვენი ხელსაწყოების ან გაზის მილების სიახლოვეს

8. გაზის ცეცხლის ფერი გაზქურაზე უნდა იყოს ცისფერი

9. სამზარეულოში ან გაზის გამათბობელიან ოთახში იქონიეთ მცენარეები. ისინი ხვდებიან გაზის გაჟონვას.

10. არ დაამონტაჟოთ გაზგამათბობელი იმ ოთახებში, რომლებიც განკუთვნილია ძილისთვის.

11. გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ოთახი ხშირად გაანიავეთ.

12. განათავსეთ სახლში მხუთავი აირის დეტექტორები

13. გაზის გაჟონვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე.