დასუფთავების აქცია შულავერის N1 სკოლაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ "გამონათების" წევრებმა წამოიწყეს დასუფთავების აქცია, რომელიც სკოლის ეზოს, თემის ხალხმრავალი ადგილებისა და ცენტრალური გზის მიმდებარე ადგილების დასუფთავებას მოიაზრებს. აქცია დაიწყეს სკოლის ეზოთი, რომლის ღობის ძირები განსაკუთრებით იყო დანაგვიანებული და საკუთრივ ეზოც დასასუფთავებელი იყო.

მოსწავლეები აღჭურვილები იყვნენ ხელთათმანებით, ჰქონდათ პოლიეთილენის პარკები. რეგულაციების დაცვით, დაალაგეს როგორც სკოლის ეზოს შიდა ნაწილი, ისე ღობის გარეთა ნაწილი და ბოლოს შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში. დიდი შესვენებაზე ეზოში გამოსულ მოსწავლეებს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გააესაუბრნენ იმაზე, რომ ნაგავი არ დაყარონ ეზოსა და ქუჩაში.

აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის შემოსასვლელ ჭიშკარზე გააკრეს პლაკატი: "ნაგავი ურნაში, არა ქუჩაში", ამით ერთგვარი გზავნილი დააგზავნეს როგორც უმცროსებისთვის, ისე უფროსი ასაკის ხალხში და ეკოკლუბელებს აქვთ იმედი, რომ მათი მცდელობები შედეგიანი იქნება.