წელს უჩვეულო ზამთარი დაგვიდგა. ტემპერატურა მკაფიოდ დაეცა. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა თვალი მოჰკრეს ჩიტებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ. ამის გამო, სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" წევრებს გაუჩნდათ იდეა, აეშენებინათ ფრინველებისთვის სახლები და გადაერჩინათ მათი სიცოცხლე.
ეკოკლუბელებმა ძალიან მოინდომეს და მშვენიერი სახლებიც გამოუვიდათ. შემდეგ მათ ეს სახლები დაკიდეს ხეებზე. ბავშვებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია იმ მომენტმა, როდესაც ერთმა ჩიტმა სახლში თავისი ოჯახი მალევე შეიყვანა. ამ ფაქტმა მოსწავლეები დაარწმუნა, რომ მცირედი სიკეთის კეთება უდიდესი ბედნიერების მომტანია.
ეკოკლუბის წევრები, ასეთი აქტივობების ჩატარებას კიდევ აპირებენ, რათა შემცირდეს მიუსაფარი ფრინველები და ცხოველების რაოდენობა. ბავშვები ყველას მოუწოდებენ, ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი გარემოსათვის.