ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "კვიპაროსი" ცოტა ხნის წინ ჩაერთო ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში. კონკურსში ჩართვისთანავე, ეკოკლუბის წევრების ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია.
საზანოელმა ეკოკლუბელებმა დაასუფთავეს მათ სოფელში მდებარე კულტურული ძეგლის - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს ნარჩენები და ნაგვის ურნებში განათავსეს.
"ვფიქრობთ, ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ გარემოს დაცვით საქმეში" - გვწერენ ეკოკლუბ "კვიპაროსის" წევრები.