1 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გარემოს დაცვის სამინისტროს, სატყეო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ის უცხოელი დონორებიც, რომლებიც საქართველოში ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში ეხმარებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
შეხვედრა მოეწყო ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რომელსაც მხარი დაუჭირა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა. შეხვედრამ გააერთიანა ყველა ძირითადი მოთამაშე და ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულნი არიან სატყეო პროცესებში.
CENN–ის დირექტორის, ნანა ჯანაშიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა სახის თანამშრომლობა, რომელიც წინ წასწევს საქართველოში გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების საქმეს და ხელს შეუწყობს კოორდინირებულ მუშაობას სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის.
CENN –ის გარემოსდაცვითი პროექტების კორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, მსაგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ კოორდინირებული მოქმედებებით მოხერხდეს ტყესთან დაკავშირებული ძალიან მწვავე პრობლემების გადაჭრა.
შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს CENN –ის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის მიერ ბოლო დროს განხორციელებული აქტივობები და მომავალი გეგმების შესახებაც ისაუბრეს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მომავალში არაერთ ნოვატორულ და საინტერესო პროექტს გეგმავს, რომელთა განხორციელების შესახებ ჩვენი პორტალის მეშვეობით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.
აქვე ნახეთ აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეოსიუჟეტი:
https://drive.google.com/file/d/0Bw1Qv8n45KaZbk8xYmxrZDRDQVE/view