CENN–ის ფოტოკონკურსში აფხაზეთის სკოლებიც ჩაერთვებიან

გარეკანის ფოტოს ავტორია პაატა ვარდანაშვილი CENN-ისა და აფხაზეთის განათლების სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გამართულ ტრეინინგზე წარდგენილი იყო პრეზენტაციები CENN-ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამნისტროსთან ერთად გამოცხადებული სასკოლო  ფოტოკონკურსის ,,ფოტო სინთეზი-2016’’ ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად და საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org- ის შესახებ. ტრეინინგები აღნიშნულ თემებზე წარმატებულად მიმდინარეობს აფხაზეთის საჯარო სკოლებში. ტრეინინგები ტარდება მოსწავლეების CENN-ის პროგრამებში ჩართვისა და ფოტოკონკურსში მონაწილეობისას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ტრეინინგს უძღვებიან სკოლის მასწავლებლები. ინიციატივა ხორციელდება ტყის მდგრადი მართვა საქართველოში პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. 1 2 3 4