ნარჩენის წარმოქმნის შემცირება და ხელახალი გამოყენება არის ყველაზე ეფექტური გზა ბუნებრივი რესურსების შესანარჩუნებლად. ამასთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს აქტივობა "შევქმნათ წინასაახალწლო განწყობა’’.
ბავშვებმა დასუფთავების აქციიდან მოგროვილი ნარჩენებიდან გადაარჩიეს თუნუქის ქილები, შეიძინეს საღებავი, ნათურები და შექმნეს ნაძვის ხე, რომელიც დადგეს სკოლაში და მოსწავლეებს ნაძვების გადარჩენისკენ მოუწოდეს. ასევე მოუწოდეს მეორადი ნივთების გამოყენებისკენ და ახალი ნივთების შექმნისკენ.
ეკოკლუბელების აქტივობამ დააინტერესა სკოლის მოსწავლეები და დააფიქრა იმაზე თუ როგორ შეიძლება გადაგდებული ნივთისგან რაღაც ახალის შექმნა. ზოგიერთმა მოსწავლემ მეორადი ქაღალდისგან შექმნა ნაძვის ხე, ზოგმა პლასტმასის ბოთლებისგან, ხოლო ერთ-რთმა მოსწავლემ შექმნა ქართველი ეკოგმირები, რომლისთვისაც გამოიყენა პოლიეთილენის ბოთლები, ჩხირები, მუყაოს ნარჩენები, საღებავები, პირბადე, ნათურის ბუდე და სხვადასხვა ნარჩენები. ეკოგმირებს "გეო" და "ბიო" (მიწა და სიცოცხლე) დაარქვეს.