წალკის სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბელები შიდასასოფლო გზებს აწესრიგებენ

წალკის სოფელ გუმბათში მოუწესრიგებელი შიდასასოფლო გზებია, გადაადგილება უჭირთ როგორც მანქანებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს. სკოლისაკენ მიმავალ მოსწავლეებს უწევთ ტალახიანი და წყლის გუბეებიანი გზების გავლა.  გუმბათის საჯარო საკოლის ეკოკლუბის წევრებმა  მოელაპარაკნენ სოფლის რძის საწარმოს დირექტორს, მისგან  პატარა სატვირთო მანქანა ითხოვეს, ამავე საწარმოს ეზოდან ამოიტანეს  ქვიშის ნარჩენები და სასოფლო გზების ორმოები ამოავსეს.  თოვლისა და სიცივის მიუხედავ  მოსწავლეებმა შეძლეს გზის მნიშვნელოვანი ნაწილის გასწორება.

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბის წევრები ამგვარ ბევრ სათემო პრობლემას მათი შრომით აგვარებენ. მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობა ხედავს და აფასებს ამ შრომას. ხალხმა დაინახა, რომ სოფლის ბევრი პრობლემის მოგვარება თვითონ შეუძლიათ და არ უნდა ველოდოთ სხვებს. დიდი ხანია ქვიშის ნარჩენები რძის საწარმოს ეზოში ყრია უფუნქციოდ, ეკოკლუბელებმა კი მას ადგილი უნახეს და კარგი საქმეც გააკეთებინეს.