ჯიმითელი მოსწავლეები ნაძვების გადარჩენას ცდილობენ

ბევრი ადამიანი საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად, სამწუხაროდ დღემდე ცოცხალ ხეს იყენებს. ამის გამო, ნაძვების მოჭრა და განადგურება ისევ ხდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ალბატროსის'' წევრებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება ცოცხალი ნაძვი.  

ეკოკლუბელებმა ნაძვების სასარგებლო თვისებებზე და მათი მოჭრით გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე  მოამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. ბავშვებმა ამ გზით თანასოფლელებს ურჩიეს, რომ საახალწლოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე და ნუ მოჭრიან ცოცხალს. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა ბუნებრივი ნაძვის ხეების გადარჩენას. 

ეკოკლუბის წევრებმა კლასებს შორის გამოაცხადეს კონკურსი:  ,,ნარჩენებისგან მოამზადე  ნაძვის ხე''.