ქალაქ წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ადგილობრივი ე.წ. სამცაცხვის ისტორია და დაესუფთავებინათ მისი მიმდებარე ტერიტორია. შეიმუშავეს გეგმა, მოაგროვეს ინფორმაცია სამცაცვხის შესახებ. ბავშვებმა გამოკითხეს რაიონის მოსახლეობა და მოაგროვეს ინფორმაცია. ბოლოს კი შექმნეს ვიდეო რგოლი და გაკეთეს პრეზენტაცია უმცროსკლასელებთან.
პრეზენტაციიდან ნაწყვეტი: “საქართველოში ტაძრების სიახლოვეს ბევრგან არის "სამცაცხვი", მაგრამ სილამაზით, ასაკით და ისტორიული წარსულით წალენჯიხისას ვერცერთი შეედრება. ქალაქს 105 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებს, როგორც მფარველი ანგელოზი. რამდენ საუკუნეს ითვლის თითო ცაცხვი და რამდენ ისტორიულ საიდუმლოებებს ინახავს, ზუსტად ვერავინ გეტყვით. თითეულის ცაცხვის საშუალო გარშემოწერილობა 7 მეტრია. ამ ბუნების საოცრების გვერდითაა წალენჯიხის სახელოვანი ტაძარი, ბიზანტიელი ოსტატის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი მხატვრული ძეგლი. იქვეა ლევან მეორე დადიანის აკლდამა ისიც თავისი მასშტაბებით უდიდესია საქართველოში.“