ქორეთელი მოსწავლეები სკოლის სისუფთავეზე ზრუნავენ

 

საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში მოეწყო მორიგი დასუფთავების მორიგი აქცია. აქციის ინიციატორი კვლავ ეკოკლუბ ,,სიცოცხლის ხე''-ს წარმომადგენლები  იყვნენ. ამჯერად გასასუფთავებლად მონიშნეს სკოლის უკან მდებარე ტერიტორია, სადაც დარგულია ალუბლები, იასამნები, ატმის და ვაზის ნერგები. ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს დასუფთავების აქციაში ჩაერთოთ სკოლის მეათე კლასელები. მათ დაურიგეს შრომის იარაღები. მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს. ხმელი ტოტები შეაჭრეს ნარგავებს, შემოუბარეს, მოფოცხეს და ხმელი ბალახისაგან გაათავისუფლეს 

ბავშვებმა ასევე დაასუფთავეს მიმდებარე ბაღის ნაწილი და ნიადაგი მოამზადეს საგაზაფხულოდ ბოსტნეული კულტურების დასათესად.

"ჩვენი ეკოკლუბი ყოველთვის ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს  მსგავსი ტიპის აქტივობებს. ვცდილობთ მოსწავლეების დახმარებით უზრუნველვყოთ სკოლის ტერიტორიების სისუფთავე და წესრიგი" - ამბობენ ქორეთელი ეკოკლუბელები.