სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ეკოკლუბ "ქარიენტის" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ფოთლის წვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება. ბავშვებმა შექმნეს ბუკლეტები, რომელიც დაასათაურეს - "არა ფოთლის წვას".
ბუკლეტში აღწერეს ფოთლის წვის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ასევე ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ბუნებაში გამონაბოლქვის დროს. გაწერეს ფოთლის კომპოსტირების მექანიზმიც.
ბუკლეტები დაურიგეს ქარიატის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ასევე ზეპირად გააცნეს ბუკლეტში არსებული ინფორმაცია. ბუკლეტები დაარიგეს COVID-19 რეგულაციების დაცვით - მიჰქონდათ დეზინფექციის ხსნარი, ეკეთათ პირბადეები და ასევე იცავდნენ დისტანციას.