მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. აქციაში მთელი სკოლა მონაწილეობდა. ეკოკლუმბელებმა და მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია მთლიანად დაასუფთავეს.
კლუბის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს დაურიგა ერთჯერადი ხელთათმანები, პირბადეები, პოლიეთილენის პარკები. აქცია კოვიდრეგულაციების დაცვის გათვალისწინებით ჩატარდა.