თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბს სამოქმედო გეგმის მიხედვით ნოემბრის თვის ბოლო კვირის სამუშაო თემად არჩეული ჰქონდა გენდერის საკითხები. დაგეგმეს საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ მოსწავლეებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, რომელსაც სთხოვეს აღნიშნულ თემაზე მათთვის მეტი ინფორმაცია მოეწოდებინა.
შეხვედრის გამართვამდე მართებულად მიიჩნიეს გაეგოთ რა წარმოდგენა აქვს სასკოლო საზოგადოებას გენდერული ნორმების შესახებ და ამ მიზნით გამოიყენეს ეკოკლუბების გზამკვლევში მოცემული კითხვარი. შეარჩიეს სამიზნე ჯგუფი - 8-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა სამწუხაროდ უარი თქვა გამოკითხვაში მონაწილეობაზე. სულ 34 რესპონდენტი ჰყავდათ. აქედან 6 მასწავლებელი და 28 მოსწავლე. კლასების მიხედვით გადანაწილება ასეთია: 8 კლასი-8 მოსწავლე, 9 კლასი-3 მოსწავლე, 10 კლასი -9 მოსწავლე, 11 კლასი- 8 მოსწავლე. 28 მოსწავლიდან 6 იყო ვაჟი,გოგონა კი 22. 6 მასწავლებლიდან ყველა ქალი.
კითხვარი შედგება სამი ნაწილისაგან. დახურულ შეკითხვებზე პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
პირველ კითხვაზე - გსმენიათ რამე გენდერული თანასწორობის შესახებ? გამოკითხულთა 100 % -ის პასუხი დადებითია.
მეორე შეკითხვა -85% მიიჩნევს,რომ გენდერული თანასწორობა აქტუალური საკითხია ქართული საზოგადოებისათვის,9% ამბობს რომ „არა“,ხოლო 6% არ აქვს კითხვაზე პასუხი.
მესამე შეკითხვა-ფიქრობთ,რომ გენდერული თანასწორობა ის თემაა,რომელზეც ბევრი საუბრობს? 62% მიიჩნევს რომ „დიახ“,35% „არა",3%-ს არა აქვს პასუხი.
მეოთხე შეკითხვა-ფიქრობთ,რომ გენდერული თანასწორობა კიდევ უფრო აქტიური განხილვის თემა უნდა გახდეს? 85% ამბობს,რომ „დიახ“, 6% -„არა“,“არ ვიცი“ -უპასუხა 9 %-მა.
მეხუთე შეკითხვა-ხშირად საუბრობთ თქვენს თემში(კლასში,მეგობრებთან,კოლეგებთან) გენდერის საკითხებზე? „არა“-53%, „დიახ“-47%.“არ ვიცი“-0%
მეექვსე შეკითხვა-თვლით,რომ თქვენს თემში (ან კლასში) ბევრი არ ფლობს ინფორმაციას გენდერისა და გენდერული უთანასწორობის/თანასწორობის შესახებ?
„დიახ“-50%, „არა“-26%,“არ ვიცი“-24%.
მეშვიდე შეკითხვა-ფიქრობთ,რომ ქალებსა და გოგონებს აინტერესებთ გენდერის თემა?
„დიახ“-82%, „არა“-3%,“არ ვიცი“-15%
მეერვე შეკითხვა-ფიქრობთ,რომ მამაკაცებსა და ვაჟებს აინტერესებთ გენდერის თემა?
„დიახ“-24%, „არა“-35%,“არ ვიცი“-41%
მეეცხრე შეკითხვა-მიგაჩნიათ,რომ არსებობს პროფესიები,სადაც გენდერული უთანასწორობა მკვეთრადაა გამოხატული?(მაგ:არსებობს "ქალური" ან "მამაკაცური" პროფესიები
„დიახ“-82%, „არა“-9%,“არ ვიცი“-9%
მეათე კითხვა-ენდობით პოლიციელს თუ ის ქალბატონია?
„დიახ“-94%, „არა“-0%,“არ ვიცი“-6%
შეკითხვა 11-უნდა ჰქონდეს თუ არა ქალსა და მამაკაცს თანაბარი შანსები თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისათვის,მაგ.მიიღონ განათლება,დაიწყონ სამსახური,იყოლიონ შვილები?
„დიახ“-100%, „არა“-0%,“არ ვიცი“-0%
შეკითხვა 12-ფიქრობთ,რომ გენდერული უთანასწორობა ყველა ასაკში იჩენს თავს?
„დიახ“-82%, „არა“-3%,“არ ვიცი“-15%
შეკითხვა 13-ფიქრობთ,რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში მიიღებს ადამიანი ინფორმაციას გენდერის შესახებ,მით უკეთესია?
„დიახ“-97%, „არა“-3%,“არ ვიცი“-0%
შეკითხვა 14-ფიქრობთ,რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (ჩაგვრა) ძირითადად ქალთა მიმართ გამოიყენება?
„დიახ“-91%, „არა“-9%,“არ ვიცი“-0%
შეკითხვა 15-ფიქრობთ, რომ გენდერული უთანასწორობის საკითხი
პოლიტიკოსების გადასაწყვეტია?
„დიახ“-65%, „არა“-32%,“არ ვიცი“-3%
შეკითხვა 16-ფიქრობთ, რომ გენდერული უთანასწორობის საკითხი ამ თემაზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გადასაწყვეტია?
„დიახ“-32%, „არა“-26%,“არ ვიცი“-41%
შეკითხვა 17-ფიქრობთ, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაში საზოგადოების ყველა წევრს თავისი როლი აკისრია?
„დიახ“-94%, „არა“-0%,“არ ვიცი“-6%
შეკითხვა 18-ისურვებდით თუ არა მეტი ინფორმაცია მიიღოთ გედერული
თანასწორობის შესახებ?
„დიახ“-94%, „არა“-6%,“არ ვიცი“-0%
შეკითხვა 19-ისურვებდით თუ არა ჩაებათ იმ აქტივობებში, რომელიც გენდერული თანასწორობისკენ იქნება მიმართული?
„დიახ“-79%, „არა“-3%,“არ ვიცი“-18%
შეკითხვა 20-ისურვებდით თუ არა უფრო ღიად და ხშირად ჩაებათ დისკუსიებში
გენდერული თანასწორობის შესახებ?
„დიახ“-79%, „არა“-3%,“არ ვიცი“-18%
როგორც დახურული კითხვების პასუხებიდან გამოიკვეთა, რესპონდენტებიდან ყველას სმენია გენდერული თანასწორობის შესახებ, მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ გენდერული თანასწორობა აქტუალური საკითხია ქართული საზოგადოებისათვის და ბევრი საუბრობს მის შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად განხილვის თემა უნდა გახდეს.
როგორც კითხვარიდან ჩანს, მათ თემში ნაკლებად საუბრობენ აღნიშნულ საკითხებზე და თვლიან, რომ თემის წევრებიდან ბევრი არ ფლობს ინფორმაციას გენდერის და გენდერული თანასწორობის შესახებ.
რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ვაჟებზე მეტად გოგონებს აინტერესებთ გენდერის თემა და რომ არსებობს პროფესიები, სადაც მკვეთრადაა გამოხატული გენდერული უთანასწორობა.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი ენდობა ქალ პოლიციელს და მიჩნიათ, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისათვის. რომ გენდერული უთანასწორობა ყველა ასაკში იჩენს თავს და რაც უფრო ადრეულ ასაკში მიიღებს ადამიანი ინფორმაციას გენდერის შესახებ, მით უკეთესია. მიაჩნიათ, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ძირითადად, ქალთა მიმართ გამოიყენება, თუმცა 9% განსხვავებულად ფიქრობს.
გამოკითხულთა უმეტესობა თანხმდება, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაში საზოგადოების ყველა წევრს თავისი როლი აკისრია და სასურველია მეტი ინფორმაცია მიიღონ გენდერული თანასწორობის შესახებ. მათი უმეტესობა მზადაა ჩაერთოს აქტივობებში, რომელიც გენდერული თანასწორობისკენ იქნება მიმართული.
რაც შეეხება კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც მოიცავს ღია შეკითხვებს, ანალიზის შემდეგ ეკოკლუბელებმა გამოიტანეს შემდეგი დასკვნები:
· რესპოდენტები მიიჩნევენ რომ გენდერული თანასწორობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობაა;
· გენდერული თანასწორობა ეხება ორივე სქესს;
· ხშირად არიან გენდერული უთანასწორობის მოწმენი;
· მოსწავლეები ყველაზე ხშირად სკოლაში შემდეგი სახის უთანასწორობას აწყდებიან - მასწავლებლები (განსაკუთრებით ასაკოვანი) მეტ პრივილეგიებს ანიჭებენ ვაჟ მოსწავლეებს;
· გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესის აწინააღმდეგოდ მოქცევას;
· დისკრიმინაციის მსხვერპლი ძირითადად ქალია;
· გენდერული სტერეოტიპები არასწორი, გაბატონებული შეხედულებებებია;
· ყველაზე ხშირად აწყდებიანი შემდეგი სახის სტერეოტიპებს - „ბიჭის ტვინი უკეთესია“, „..არ არის ქალის საქმე“, „ქალი სახლში უნდა იჯდეს“ და სხვ.
· გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას მხოლოდ განათლება შეუწყობს ხელს. პროფესიები, სადაც გენდერული დისბალანსი მკვეთრადაა გამოხატული-პოლიტიკა, პედაგოგობა, ბიზნესი, მძღოლი. არ აქვს მნიშვნელობა სქესს ფიზიკური აღზრდის პედაგოგის შემთხვევაში. ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბიზნესში. პოლიტიკა ქალის საქმეცაა და მამაკაცისაც. საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არიან საზოგადოების წევრები. საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იძლეოდეს შესაბამის განათლებას. გენდერული განათლების მიღება უნდა იწყებოდეს ბაღის ასაკიდან. ოჯახებში არ ხდება თავისუფლად საუბარი გენდერის შესახებ. ახალგაზრდებს უფრო აინტერებთ გენდერის საკითხები. ტელევიზიებით სათანადოდ არ შუქდება აღნიშნული საკითხები. გენდერზე საუბრისთვის თავის არიდება ნამდვილად შესაბამისი ინფორმაციის უქონლობითაა გამოწვეული.
კითხვარის მესამე ნაწილი-გენდერული პრობლემის იდენტიფიკაციის შკალა
შკალაზე ძირითადად 5-დან 5 შემოხაზულ იქნა შემდეგი კითხვების შემთხვევაში:
1.გენდერული უთანასწორობა განათლების, სათანადო ინფორმაციის
უქონლობის გამო იჩენს თავს
2. პედაგოგები თავს იკავებენ გენდერის საკითხებზე საუბრისას
3. გენდერული სტერეოტიპები ღრმადაა გამჯდარი და მათთან ბრძოლა საკმაოდ რთულია.
4. გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემები ოჯახშივე რჩება
5-დან 3 კი შემდეგ შეკითხვებზე:
1. გენდერული დისბალანსი ოჯახებშიც იჩენს თავს
2. გენდერის საკითხებზე დისკუსია ახალგაზრდებში არ შეინიშნება
3. ვაჟებს არ აინტერესებთ პრობლემები,რომლებიც ქალებს ეხებათ
4. მამაკაცი ითვლება ოჯახის მმართველად,რომელსაც ქალი ემორჩილება
5. მთავრობების მიერ გენდერული საკითხების განხილვისას ქალების ჩართულობა არ ხდება
5-დან 1 დაფიქსირდა ერთ შეკითხვაზე:
1.ქალისთვის უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელი სულაც არ არის.