ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ბუნების მცველები"-ს წევრებმა დაგეგმეს აქცია ,,დავასუფთაოთ ჩვენი მდინარის სანაპირო". სოფელ ქობულეთს ჩამოუდის მდინარე კინტრიში, იგი სათავეს იღებს მესხეთის ქედის (მთა ხინოს მახლობლად) ჩრდილო კალთაზე და უერთდება შავ ზღვას. მდინარე სოფელს შუაზე ყოფს. მდინარის მახლობლად მდებარეობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა. მდინარის ორივე სანაპირო დასახლებულია და ადგილობრივების მიერ მდინარის სანაპირო სამწუხაროდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული.
კლუბის კურატორმა მოსწავლეებს დაურიგა ერთჯერადი ხელთათმანები , პირბადეები, პოლიეთილენის პარკები. კოვიდრეგულაციების დაცვის გათვალისწინებით კლუბის წევრებმა დაასუფთავეს მდინარე კინტრიშის სანაპირო სკოლისა და სოფლის ცენტრის მახლობლად.