მაკულატურის შეგროვების აქცია ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში

 

ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ეკოკლუბი განაგრძობს აქტივობების განხორციელებას ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში. ამჯერად ეკოკლუბის წევრებმა თანაკლასელებთან ერთად შეაგროვეს მაკულატურა. მათი აქტივობა უკავშირდება მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს გონივრულ მოხმარებასა და წარმოებას.

აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.  მასწავლებლებმა ეკოკლუბელებს მიაწოდეს უკვე გამოყენებული, არასაჭირო ქაღალდის ნაწარმი, საკანცელარიო ნარჩენები. ბავშვებს მაკულატურა ასევე გადასცა სამრევლო სკოლის ბიბლიოთეკამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზრდასრულთა განათლების ცენტრმა და სხვა ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა.

ეკოკლუბის წევრები 1000 კილოგრამი მაკულატურის ჩაბარებით აპირებენ გაამდიდრონ მათი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი, რითაც ხელს შეუწყობენ მოსწავლეების წიგნებით დაინტერესებასა და შესაბამისად განათლების დონის ამაღლებას.