გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით: "დავეხმაროთ ბუნებას". პროექტის ფარგლებში ბავშვებმა განახორციელეს სხვადასსხვა აქტივობები: მოიძიეს ინფორმაციები სტიქიური მოვლენების შესახებ, რომ საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და მათი თანამდევი უარყოფითი შედეგები. სტიქიური პროცესებით მეტ-ნაკლები სიძლიერით დაზიანებულია ან მათი ზემოქმედების საშიშროების რისკის ზონაშია ჩვენი ქვეყნის ყველა ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონა – შავიზღვისპირეთიდან დაწყებული მაღალმთიანეთით დამთავრებული.
აქ ვლინდება მეწყერები, კლდეზვავები, ღვარცოფები, ეროზიის სხვადასხვა სახეები. ყურადღება გაამახვილეს სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებსა და მათი აცილების გზებზე, მაგალითად, ღვარცოფის წარმოქმნა-განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ადვილადშლადი ქანები, უტყეობა და ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი. ღვარცოფული საშიშროების ზონაშია ქვეყნის ტერიტორიის 2 მლნ ჰა ფართობი. ღვარცოფის თავიდან აცილების ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: მდინარის კალაპოტში ჯებირების მშენებლობა, ხეობის ფერდობების გატყიანება, ტერასების მოწყობა, კალაპოტის ნაშალი მასალისგან გაწმენდა და სხვა.
ეკოკლუბელებმა მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და ბუნების დაცვის საქმეში წვლილის შესატანად, სიმბოლურად სკოლოს ეზოში დარგეს მცენარეები. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე.