ბაღდათის სოფელ წითელხევის სკოლის ეკოკლუბელების საქველმოქმედო აქცია

 

30 ოქტომბერს, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, ბაღდათის სოფელ  წითელხევის სკოლის ეკოკლუბელებმა საქველმოქმედო აქცია დაგეგმეს და ეწვივნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მცხოვრებ ბუხუტი გეწაძეს. მას 2 წლის წინ სახლი დაეწვა და დღეს სახელდახელოდ შეჭედილ ფიცრულ ქოხში ცხოვრობს. ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ აქვს. განიცდის ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საარსებო პირობების ნაკლებობას.

ბავშვებმა ბუხუტი გეწაძეს მათი ინიციატივით მიუტანეს თბილი ტანსაცმელი და ამ გზით ცდილობენ დაეხმარონ ცივი ზამთრის გადატანაში. ეკოკლუბელები შემდეგშიც აქტიურად აპირებენ დაგეგმონ საქველმოქმედო ღონისძიება ყველასგან მიტოვებული მოხუცის დასახმარებლად.

ბატონი ბუხუტი გახარებული დარჩა ბავშვების სტუმრობით და მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვენენ რომ მოახერხეს მცირედით მაინც შეემსუბუქებინათ გასაჭირში მყოფი ადამიანის ყოფა.