სწავლა თამაშით - "ჩვენ გვიყვარს კახეთი"

 

ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა პატარა ეკოკლუბელებს ჩაუტარა შეხვედრა, სადაც მიმოიხილეს კახეთის რეგიონი. გაეცნენ მის კლიმატს, გეოგრაფიულ თუ ისტორიულ გარემოს, მიიღეს ინფორმაცია კახეთის ღირსშესანიშნავ ადგილებზე. ასევე მიმოიხილეს კახეთის ტრადიციული საქმიანობა, ყურადღება გაამახვილეს კახეთში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე, ნაკრძალებზე.

გაცნობის შემდეგ ერთობლივად იმუშავეს კახეთის თემატიკის შესახებ და შექმნეს თამაში "ჩვენ გვიყვარს კახეთი". ეს თამაში "მონოპოლის" პრინციპით ააწყეს. მათ თვითოეულ მონიშნულ სვლაზე წინ რომ გააგრძელონ გადასვლა პასუხები უნდა გასცენ, რათა გადაინაცვლონ შემდეგ საფეხურზე. საკუთარი ხელით დახატეს მდინარე ალაზანი, რომელიც გარკვეულ ბარიერად გამოიყენეს. ასევე დახატეს უთხოვარი, მერცხლების ქალაქი, სიღნაღის გალავანი. ვისაც აღნიშნული უჯრა შეხვდებოდა, უნდა გამოეცნო თუ სად მდებარეობს კონკრეტული ძეგლი დ. ა. შ.

დედოფლისწყაროს N2 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.