მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მართვეს" წევრები შეხვდნენ ამავე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს. მათი მიზანი იყო ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე გააცნობიერონ ბუნების და მისი დაცვის მნიშვნელობა. შეხვედრისას ესაუბრნენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებსა და მათ მიერ მიყენებული ზიანის შესახებ ბუნებასა და ადამიანისათვის. აუხსნეს რატომ უნდა დაიცვან სისუფთავე ბუნებასა და სკოლის ეზოში, ზოგადად გარემოში. ასევე აუხსნეს პოლიეთილენის პარკების და ბოთლების ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე. რომ არ უნდა დაყარონ ქუჩაში, ტყეში, გზებზე, როგორ უნდა შეაგროვონ და განათავსონ ნაგვის ურნებში.
საუბარი ასევე შეეხო წყლის დაბინძურების და ეკონომიურად ხარჯვის პრობლემებს. ბავშვების უმრავლესობისთვის ტერმინი "ეკონომიურად ხარჯვა" უცხო აღმოჩნდა. დასვეს კითხვა თუ რატომ უნდა დავხარჯოთ ცოტა, თუ ბევრი გვაქვს. ბავშვებმა გაიგეს როგორ უნდა მოიხმარონ წყალი ეკონომიურად და როგორია მათი როლი ამ საქმეში.
შეხვედრის ბოლოს მოაწყვეს პერფომანსი: "დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება".