ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჩვენ და გარემოს“ ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა, ისტორიულ კულტურულ ძეგლზე - "მამუკას ციხეზე". ლაშქრობას ხელმძღვანელობდა ეკოკლუბის ხელმძღვანელი და ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ხვიჩია. მოსწავლეებმა იმოგზაურეს მე-16 საუკუნის ეპოქაში. დაათვალიერენ "მამუკას ციხის" რეზიდენციის ადგილები, ისაუბრეს ციხის ისტორიის შესახებ.
"მამუკას ციხე" — XVIII საუკუნის ციხე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში. ციხე მდებარეობს „ციხისყელად" წოდებულ მთაზე. ის თავად მამუკა თავდგირიძეს ეკუთვნოდა, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ2-ს შეადგენს. ციხესთან დგას საინფორმაციო დაფა.
ეკოკლუბელებმა ლაშქრობის ბოლოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც მოაწყეს.